Monday, November 14, 2011

საქართველოს ბიომრავალფეროვნება

პროექტის სახელწოდება: საქართველოს ბიომრავალფეროვნება
პროექტის მთავარი იდეა(თემა):  საქართველოს სამი უდიდესი ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შედარება და წარმოდგენა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას სახეობების მრავალფეროვნების და რიცხოვნების შესახებ.შეადარებენ თანამედროვე და ადრეულ მდგომარეობას. გაუჩნდებათ ბუნების დაცვის სურვილი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, საქართველოს ნაკრძალების რუკა.
მონაწილეთა ასაკი   14-15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის მსვლელობა: კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად პირველი ირჩევს ლაგოდეხის,მეორე ვაშლოვანის და მესამე ბორჯომის ნაკრძალს.მოსწავლეებმა იციან რა არის ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემები და მისი მახასიათებლები ისტ-ის გამოყენებით. მოიძიებენ ინფორმაციას ნაკრძალების შესახებ.შეადგენენ დიაგრამებს თუ შემცირებას აქვს ადგილი იკვლევენ მის მიზეზებს და სახავენ ბიომრავალფეროვნების გადარჩენის გზებს. სამივე ჯგუფი მოახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას ნაკრძალებში გავრცელებული ენდემური ცხოველების და მცენარეების შესახებ. 
მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული ინფორმაციის გაზიარება, ბიომრავალფეროვნების დიაგრამის შედგენა, ენდემურ სახეობათა ვებ-ალბომის შედგენა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში. საპრეზენტაციო ფაილების გამზადება და პრეზენტაციის მოხდენა PowerPoint-ის გამოყენებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გეოგრაფია: შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის ბუნებას მათემატიკა: გამოიყენებენ დიაგრამებს. ისტ-ის:  გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს. ბიოლოგია გაეცნობიან საქართველოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია ნათენაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: anatamuna@gmail.com